სამგზავრო გადაყვანები
შინაური ცხოველებისა და ფრინველების გადაყვანის წესი
მატარებლით პატარა ზომის შინაური ცხოველებისა და ფრინველების გადაყვანის წესი
- მატარებლის ნებისმიერი კლასის ვაგონით მგზავრობისას მგზავრს უფლება აქვს უფასოდ გადაიყვანოს პატარა ზომის შინაური ცხოველები/ფრინველები, თუ ისინი მოთავსებულნი არიან სპეციალურ კონტეინერებში* და კონტეინერი არ იკავებს ცალკე სამგზავრო ადგილს. თუ მგზავრს სურს, რომ სპეციალური კონტეინერი, რომელშიც მოთავსებულნი არიან შინაური ცხოველები/ფრინველები, განათავსონ ცალკე სამგზავრო ადგილზე, მაშინ მან სამგზავრო დოკუმენტის შეძენისას, დამატებით უნდა შეიძინოს სამგზავრო დოკუმენტი სპეციალური კონტეინერის განსათავსებლად;
- მგზავრი, რომელსაც მატარებლით გადაჰყავს პატარა ზომის შინაური ცხოველები/ფრინველები, ვალდებულია თან იქონიოს ვეტერინარული მოწმობა**, რომელიც მატარებელში ჩასხდომისას უნდა წარუდგინოს მატარებლის გამყოლს (მომსახურების ოპერატორს);
- მგზავრი ვალდებულია შინაური ცხოველი/ფრინველი განათავსოს იმდაგვარად, რომ კონტეინერმა დაბრკოლება არ შეუქმნას სხვა მგზავრების თავისუფლად გადაადგილებას;
- მგზავრი თავად არის პასუხისმგებელი იმ შინაურ ცხოველებზე/ფრინველებზე, რომელიც მას გადაჰყავს მატარებლით და ვალდებულია თვალყური ადევნოს კონტეინერს და მასში მოთავსებულ ცხოველებს/ფრინველებს, რათა მათ არ შეაწუხონ და საფრთხე არ შეუქმნან სხვა მგზავრებს, არ დააზიანონ ან დააბინძურონ მატარებელი და სხვა მგზავრების ქონება. თუ პატარა ზომის შინაური ცხოველები/ფრინველები ზიანს მიაყენებს სხვა მგზავრებსა და მატარებლის პერსონალს, დააზიანებს ან/და დააბინძურებენ მატარებელსა და სხვა მგზავრების ქონებას, მაშინ ამ ზიანის ანაზღაურება სრულად დაეკისრება მგზავრს, რომელსაც გადაჰყავს აღნინშული შინაური ცხოველები/ფრინველები.
ტერმინთა განმარტება:
*სპეციალური კონტეინერი – პატარა ზომის შინაური ცხოველისა და ფრინველის განსათავსებლათ განკუთვნილი სპეციალური სათავსო მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის/ფრინველის იზოლირებას გარეშე პირთაგან, ასევე მატარებლის და სხვა მგზავრების ქონების დაცვას დაზიანებისგან და დაბინძურებისგან და რომლის პარამეტრები არ უნდა აღემატებოდეს 55x35x20-ს. ამასთან კონტეინერი უნდა იყოს:
- სუფთა, გაუჟონვადი და ცხოველისთვის/ფრინველისთვის შეუძლებელი უნდა იყოს კონტეინერიდან გაქცევა;
- ჰაერგამტარი სამი მხრიდან;
- უნდა გააჩნდეს საკმარისი სივრცე, იმისთის, რომ ცხოველს/ფრინველს შეეძლოს ბუნებრივად მოძრაობა;
- კონტეინერის ძირი დაფარული უნდა იყოს სითხის შემწოვი ქსოვილით.
**ვეტერინარული მოწმობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის #325 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმების და მათი გაცემის წესი“-ს შესაბამისად, რომელიც ადასტურებს, რომ შინაურ ცხოველს/ფრინველს ჩატარებული აქვს ყველა აუცილებელი აცრა და არ არის რაიმე გადამდები დაავადების მატარებელი.
შენიშნვნა: დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ქოლ-ცენტრს ტელ N : 1331 .