სამგზავრო გადაყვანები

სამგზავრო გადაყვანები

ჩვენ შესახებ

მგზავრთა დროული, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებასაქართველოს რკინიგზისმთავარი პრიორიტეტია. კომპანია მუდმივად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ინარჩუნებს ხელმისაწვდომ სამგზავრო ტარიფებს, რაც ქვეყნის რეგიონების განვითარებისთვის ერთერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

სწორედ ამ მიზნით, სსსაქართველოს რკინიგზამ“, შვეიცარიული კომპანია Stadler-ისგან 2016-2017 წლებში ახალი სამგზავრო მატარებლები შეიძინა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტს.

 

სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთის) შეძენა:

სამგზავრო დოკუმენტის შეძენა შესაძლებელია მატარებლის გასვლამდე 40 დღით ადრე, სს საქართველოს რკინიგზისსაბილეთო სალაროებში, სწრაფი გადახდის აპარატების, ინტერნეტის და მობილური აპლიკაციის მეშვეობით;

შენიშვნა: კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სამგზავრო დოკუმენტის შეძენა შესაძლებელია მატარებლის გასვლამდე 10 დღით ადრე (40 დღის ნაცვლად).

სამგზავრო დოკუმენტის გაფორმებისას, აუცილებელია მგზავრის პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 14 წლამდე ასაკის ბავშვებისათვისდაბადების მოწმობა ან პასპორტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, კომპიუტერული სისტემით ბილეთების გაყიდვა სალაროებში წყდება მატარებლის გასვლამდე 10 წუთით ადრე;
მგზავრი მატარებელში დაიშვება სამგზავრო დოკუმენტის და პიროვნების დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.

მგზავრთან ერთად, უფასოდ შეიძლება მგზავრობდეს წლამდე ასაკის ერთი ბავშვი, თუ იგი არ იკავებს ცალკე ადგილს, ხოლო ცალკე ადგილის დაკავების სურვილის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი საბავშვო სამგზავრო დოკუმენტის შეძენა.

მგზავრთან ერთად 5 წლამდე ასაკის ერთზე მეტი ბავშვის მგზავრობისას, აგრეთვე 5-დან 10 წლამდე ასაკის თითოეული ბავშვისათვის, აუცილებელია საბავშვო სამგზავრო დოკუმენტის შეძენა;

10 წლის და მეტი ასაკის ბავშვები მგზავრობენ მოზრდილთათვის დადგენილი წესის შესაბამისად;

დაკარგული ან გაფუჭებული (გახეული, დამწვარი, დასველებული და ..) სამგზავრო დოკუმენტი განახლებას ან ღირებულების ანაზღაურებას არ ექვემდებარება;
გამოუყენებელი სამგზავრო დოკუმენტის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ იმ პიროვნების მიერ, ვის სახელზეც გაფორმებულია სამგზავრო დოკუმენტი, შესაბამისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში;
მგზავრს უფლება აქვს დააბრუნოს გამოუყენებელი სამგზავრო დოკუმენტი (ბილეთი) და მიიღოს:

) ბილეთის მთლიანი საფასურიმატარებლის  გასვლამდე არა უგვიანეს 15 საათისა;

) ბილეთის საფასურის 85% – მატარებლის გასვლამდე 15-დან 4 საათამდე დროში;

) ბილეთის საფასურის 70% – მატარებლის გასვლამდე 4 საათზე ნაკლებ დროში ან მატარებლის გასვლის მომენტიდან არა უმეტეს 3 საათისა.

ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ბილეთების ონლაინ შეძენა: 

 ეტლით მოსარგებლე პირებს, ბილეთების შეძენა ონლაინ შეუძლიათ tkt.ge-ს ქვემოთ მითითებული ბმულის მეშვეობით: tkt.ge