ადგილობრივი მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისა და ბარგის გადატანის ფასების ცხრილი (ფასები მოცემულია ლარში)
» ფასების ცხრილი მოიცავს სამგზავრო დოკუმენტის ღირებულების მინიმალურ და მაქსიმალურ ზღვარს, რომელიც მითითებულ ფარგლებში იცვლება გასავლელი მანძილის მიხედვით.
» გამგზავრების სადგურიდან განსხვავებულ სერვის-ცენტრში მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლის ბილეთის გაფორმებისას, მითითებულ ფასს ემატება შესაბამისი მომსახურების საფასური (1 ლარი).
» სს “საქართველოს რკინიგზა”-ს ვებ-გვერდიდან მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლების ბილეთის შესყიდვის დროს, მითითებულ ფასს ემატება ინტერნეტით მომსახურების საფასური (1 ლარი).
» სს “საქართველოს რკინიგზა”-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე აგენტები ახორციელებენ მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლების ბილეთების რეალიზაციას, რა შემთხვევაშიც მათი მხრიდან ბილეთის ღირებულებას ემატება შესაბამისი მომსახურების საკომისიო.
» მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას მგზავრს უფლება აქვს უფასოდ გადაიყვანოს 5 წლამდე ერთი ბავშვი, თუ იგი არ იკავებს ცალკე ადგილს და 5-დან 10 წლამდე ბავშვები, ფასების ცხრილში მითითებული შესაბამისი ტარიფით.
» მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას, შეღავათიანი ტარიფით სარგებლობენ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები, სს “საქართველოს რკინიგზა”-ს თანამშრომლები, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, შესაბამისი კატეგორიის სტატუსის არსებობის შემთხვევაში.