ჩვენს შესახებ
სს „საქართველოს რკინიგზა“ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია სახელმწიფო. კომპანია შედგება სამი ბიზნესერთეულისგან: ინფრასტრუქტურა, სატვირთო და სამგზავრო.
სს „საქართველოს რკინიგზა“ მუდმივად ზრუნავს ახალი ტვირთების მოზიდვასა და მათი ტრანსპორტირების უსაფრთხოებაზე, მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებაზე, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე და თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვაზე.
კომპანიას 2015 წელს მინიჭებული აქვს მართვის ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 9001:2008, 2017 წელს კი ISO 9001:2015. სს „საქართველოს რკინიგზა“ ქვეყნის უმსხვილესი დამსაქმებელია, კომპანიაში 12 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.