საერთაშორისო მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობის ფასების ცხრილი (ფასები მოცემულია შვეიცარულ ფრანკში)
» ფასები მითითებულია შვეიცარულ ფრანკში და მოიცავს სამგზავრო დოკუმენტის ღირებულების მინიმალურ და მაქსიმალურ ზღვარს, რომელიც მითითებულ ფარგლებში იცვლება სს “საქართველოს რკინიგზა”-სა და
დსს “სამხრეთ კავკასიის რკინიგზა”-ს შორის დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით. ფასების ცვლილება ლარში ასევე დამოკიდებულია შვეიცარული ფრანკის გაცვლით კურსზე ქართულ ლართან მიმართებაში.
» საერთაშორისო მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას მგზავრს უფლება აქვს უფასოდ გადაიყვანოს 5 წლამდე ერთი ბავშვი, თუ იგი არ იკავებს ცალკე ადგილს და 5-დან 10 წლამდე ბავშვები შესაბამისი ტარიფით, რომელიც ანგარიშდება სპეციალური კალკულაციის მეთოდით და რომელიც ასევე დამოკიდებულია შვეიცარული ფრანკის გაცვლით კურსზე ქართულ ლართან მიმართებაში.