სამგზავრო გადაყვანები
სამგზავრო გადაყვანები
ჩვენ შესახებ
მგზავრთა დროული, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება „საქართველოს რკინიგზის“ მთავარი პრიორიტეტია. კომპანია მუდმივად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ინარჩუნებს ხელმისაწვდომ სამგზავრო ტარიფებს, რაც ქვეყნის რეგიონების განვითარებისთვის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
სწორედ ამ მიზნით, სს „საქართველოს რკინიგზამ“, შვეიცარიული კომპანია Stadler-ისგან 2016-2017 წლებში ახალი სამგზავრო მატარებლები შეიძინა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტს.
სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთის) შეძენა:
მგზავრთან ერთად, უფასოდ შეიძლება მგზავრობდეს 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი, თუ იგი არ იკავებს ცალკე ადგილს, ხოლო ცალკე ადგილის დაკავების სურვილის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი საბავშვო სამგზავრო დოკუმენტის შეძენა.
მგზავრთან ერთად 5 წლამდე ასაკის ერთზე მეტი ბავშვის მგზავრობისას, აგრეთვე 5-დან 10 წლამდე ასაკის თითოეული ბავშვისათვის, აუცილებელია საბავშვო სამგზავრო დოკუმენტის შეძენა;
10 წლის და მეტი ასაკის ბავშვები მგზავრობენ მოზრდილთათვის დადგენილი წესის შესაბამისად;
ა) ბილეთის მთლიანი საფასური – მატარებლის გასვლამდე არა უგვიანეს 15 საათისა;
ბ) ბილეთის საფასურის 85% – მატარებლის გასვლამდე 15-დან 4 საათამდე დროში;
გ) ბილეთის საფასურის 70% – მატარებლის გასვლამდე 4 საათზე ნაკლებ დროში ან მატარებლის გასვლის მომენტიდან არა უმეტეს 3 საათისა.
ეტლით მოსარგებლე პირებს, ბილეთების შეძენა ონლაინ შეუძლიათ tkt.ge-ს მეშვეობით.