სამგზავრო გადაყვანები

სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთის) შეძენა

ინფორმაცია მგზავრთათვის

სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთის) შეძენა

  • სამგზავრო დოკუმენტის შეძენა შესაძლებელია მატარებლის გასვლამდე 20 დღით ადრე სს ,,საქართველოს რკინიგზის” საბილეთო სალაროებში, სწრაფი გადახდის აპარატების,ინტერნეტის და მობილური აპლიკაციის მეშვეობით;
  • სამგზავრო დოკუმენტის გაფორმებისას აუცილებელია მგზავრის პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 14 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის – დაბადების მოწმობა ან პასპორტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, კომპიუტერული სისტემით ბილეთების გაყიდვა სალაროებში წყდება მატარებლის გასვლამდე 10 წუთით ადრე;
  • მგზავრი მატარებელში დაიშვება სამგზავრო დოკუმენტის და პიროვნების დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.

მგზავრთან ერთად უფასოდ შეიძლება მგზავრობდეს 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი, თუ იგი არ იკავებს ცალკე ადგილს, ხოლო ცალკე ადგილის დაკავების სურვილის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი საბავშვო სამგზავრო დოკუმენტის შეძენა.

მგზავრთან ერთად 5 წლამდე ასაკის ერთზე მეტი ბავშვის მგზავრობისას, აგრეთვე 5-დან 10 წლამდე ასაკის თითოეული ბავშვისათვის, აუცილებელია საბავშვო სამგზავრო დოკუმენტის შეძენა;

10 წლის და  მეტი ასაკის ბავშვები მგზავრობენ მოზრდილთათვის დადგენილი წესის შესაბამისად;

  • დაკარგული ან გაფუჭებული (გახეული, დამწვარი, დასველებული და ა.შ) სამგზავრო დოკუმენტი განახლებას ან ღირებულების ანაზღაურებას არ ექვემდებარება;
  • გამოუყენებელი სამგზავრო დოკუმენტის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ იმ პიროვნების მიერ, ვის სახელზეც გაფორმებულია სამგზავრო დოკუმენტი, შესაბამისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში;
  • მგზავრს უფლება აქვს დააბრუნოს გამოუყენებელი სამგზავრო დოკუმენტი (ბილეთი) და მიიღოს:

ა) ბილეთის მთლიანი საფასური – მატარებლის გასვლამდე არა უგვიანეს 15 საათისა;

ბ) ბილეთის საფასურის 85% – მატარებლის გასვლამდე 15-დან 4 საათამდე დროში;

გ) ბილეთის საფასურის 70% – მატარებლის გასვლამდე 4 საათზე ნაკლებ დროში.

 შენიშვნა: მგზავრს უბრუნდება სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთის) თანხა საკომისიო ღირებულების გარეშე.

 

სამგზავრო მატარებლის დაგვიანებისას კომპენსაცია

 

ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ბილეთების ონლაინ შეძენა

ეტლით მოსარგებლე პირებს, ბილეთების შეძენა ონლაინ შეუძლიათ tkt.ge-ს მეშვეობით.