სატვირთო გადაზიდვები

სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელების საყურადღებოდ

სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელების საყურადღებოდ

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 ნოემბრის N394 დადგენილებით დამტკიცებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესის თანახმად, 2025 წლის 1 იანვრიდან მისასვლელი ლიანდაგის მფლობელებს წარმოეშვათ უსაფრთხოების ავტორიზაციის ფლობის ვალდებულება, ხოლო სს „საქართველოს რკინიგზას“  მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციის ან ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულების გაფორმების უფლება აქვს მხოლოდ იმ მისასვლელი ლიანდაგის მფლობელთან, რომელსაც გააჩნია უსაფრთხოების მოქმედი ავტორიზაცია.

 მოცემული დადგენილების  მიხედვით, მისასვლელი ლიანდაგის მფლობელებმა, რომლებსაც დღეის მდომარეობით სს „საქართველოს რკინიგზასთან“  გაფორმებული აქვს მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციის ან ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულება, უსაფრთხოების ავტორიზაციის მისაღებად, უნდა შეიმუშაონ უსაფრთხოების მართვის სისტემა  და 2025 წლის 1 მაისამდე განცხადებით და თანდართული დოკუმენტაციით მიმართონ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს.

ასეთ შემთხვევაში სააგენტოს მხრიდან უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ისინი უფლებამოსილი იქნებიან მისასვლელი ლიანდაგის მოქმედი ექსპლუატაციის ხელშეკრულების შესაბამისად შეუფერხებლად ისარგებლონ სარკინიგზო მომსახურებით.

აქვე გაცნობებთ, ავტორიზაციის მისაღებად საჭირო მოთხოვნების გაცნობისა და შესრულების  მიზნით, სააგენტოს მხრიდან წარმოებს აქტიური სატელეფონო/ელექტრონული კომუნიკაცია და შეხვედრები (საჭიროების შემთხვევაში).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ სსიპ „სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს“.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი:     0186,  ქ. თბილისი, ქავთარაძის ქუჩა N 20დ

ტელეფონი:   032 2 47 02 10