სატვირთო გადაზიდვები
საქმიანობა
საქმიანობა
სს „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების ფილიალის ძირითად პროდუქტს წარმოადგენს სატვირთო გადაზიდვების განხორციელება.
სატვირთო გადაზიდვების ძირითადი ფუნქციები და მიმართულებები:
- სატვირთო გადაზიდვების მართვა;
- მოძრავ საშუალებათა მართვა;
- სატვირთო გადაზიდვების კლიენტებთან ურთიერთობა;
- სატარიფო პოლიტიკის შემუშავება და განვითარება;
- აღრიცხვა და აღრიცხვიანობის სისტემის მართვა.
პროდუქცია და სერვისები:
- სავაგონო და საკონტეინერო გადაზიდვები;
- რეფრეჟერატორებით გადაზიდვა;
- სასადგურე მომსახურება და ტვირთის/ვაგონის საკუთარ ჩიხებში მიწოდება და გამოტანა;
- 24 საათზე მეტი დროით სადგურის მომსახურება;
- ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა;
- სამანევრო ლოკომოტივით მომსახურება;
- ტვირთის შენახვა;
- ვაგონებისა და ლოკომოტივების რემონტი;
- ვაგონებისა და ლოკომოტივების იჯარა;
- „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მომსახურება.