ინფრასტრუქტურა
სტატისტიკა
სტატისტიკა
„საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სალიანდაგო მეურნეობა, რომლის ძირითადი მახასიათებლებია:
- ლიანდაგების მთლიანი სიგრძე – 1.992 კმ;
მათ შორის:
მთავარი ლიანდაგების გაშლილი სიგრძე – 1441.66 კმ;
ერთლიანდაგიანი უბნის სიგრძე – 850 კმ;
ორლიანდაგიანი უბნის სიგრძე – 294.84 კმ;
სადგურის ლიანდაგების სიგრძე – 563.16 კმ;
მისასვლელი ლიანდაგების სიგრძე – 79.17 კმ;
- საისრე გადამყვანთა რაოდენობა – 2.004 ცალი;
- დაცული გადასასვლელების რაოდენობა – 50 ცალი;
- დაუცველი გადასასვლელების რაოდენობა – 160 ცალი;
- გვირაბების რაოდენობა – 32 ცალი;
- სხვა ხელოვნური ნაგებობების რაოდენობა – 1.377 ცალი;
მათ შორის სარკინიგზო ხიდი – 1.298 ცალი.
„საქართველოს რკინიგზა“ პრაქტიკულად სრულად ელექტროფიცირებულია. ელექტრომომარაგების მეურნეობის ძირითადი მახასიათებლებია:
- ელექტროფიცირებული რკინიგზის საექსპლუატაციო სიგრძე – 1108 კმ;
- ელექტროფიცირებული რკინიგზის გაშლილი სიგრძე – 1958 კმ;
- ელექტროფიცირებულია მთელი გზის 90%.
- 40 ერთეული სატრანსფორმატორო ქვესადგური.
- საჰაერო ხაზები, რომელთა საექსპლუატაციო სიგრძე 854 კმ-ია
- ინფრასტრუქტურის ელექტროენერგიით მომარაგება უზრუნველყოფილია წევის 53 ქვესადგურით, მათ შორის − წევის 26 ქვესადგური
„საქართველოს რკინიგზის“ მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოებას ემსახურება სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი მახასიათებლებია:
- მთავარ მიმართულებაზე სადგურები აღჭურვილია ელექტრული ცენტრალიზაციით;
- ავტობლოკირებით აღჭურვილია ორლიანდაგიანი მონაკვეთი − თბილისი საკვანძო-გორი
- და ნახევრადავტომატური ბლოკირებით – 1039 კმ.
- სამატარებლო რადიოკავშირი ვრცელდება ლიანდაგზე – 1090 კმ
- მომსახურებაშია სხვადასხვა ტიპის რადიოსადგურები – 760 ცალი
- ელექტრული ცენტრალიზაციით აღჭურვილია 74 სადგური
- ელექტროფიცირებული ისრების რაოდენობაა 1345 ერთეული
- მომსახურებაშია სხვადასხვა შუქნიშანი – 2172 ცალი
- მოძრავი შემადგენლობის საკონტროლო აპარატურა − 25 ერთეული
„საქართველოს რკინიგზის“ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას ახორციელებს საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტო (კავშირგაბმულობის ოპერატორი), რომლის ძირითადი მახასიათებლებია:
- მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის სიგრძე – 610 კმ;
- ლოკალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის სიგრძე – 80 კმ-ზე მეტი;
- ციფრული ავტომატური სატელეფონო სადგურები – 17 ერთეული;
- სასადგურე სატელეკომუნიკაციო აპარატურა 70 ერთეული;
- აბონენტების რაოდენობა – 4000 აბონენტამდე;
- გამოყენებული ტექნოლოგიები – კლასიკური ციფრული ტელეფონია, IP ტელეფონია, მონაცემთა გადაცემის ქსელები – როგორც TCP/IP, ასევე STM პროტოკოლი;
- ONLINE ვიდეომონიტორინგი;