ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა
საქმინაობა ბბრ
ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა კომპლექსური ძეგლია, რომლის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და რთული კლიმატური პირობების გამო, 1902 წელს ამოქმედდა. იგი თავისთავში აერთიანებს სარკინიგზო ხაზს, ამ ლიანდაგზე მდებარე ცემი-წაღვერის მაკავშირებელ ხიდს, მატარებელს, და ბორჯომში, ტბაში, ცემში, წაღვერში, ლიბანში, საკოჭავსა და ბაკურიანში მდებარე სარკინიგზო სადგურებს თავისი შენობა-ნაგებობებით.
დღეისათვის, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით და პირიქით, მატარებელი დღეში 2 რეისს ასრულებს. ხაზი ემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე კურორტის დამსვენებლებს, სათხილამურო სპორტის მოყვარულებს და ტურისტებს. თითოეული ვაგონი 32 ადგილიანია და ერთდროულად 128 მგზავრს შეუძლია გადაადგილება.