„საქართველოს რკინიგზას“ ჩინეთის ქალაქ ლიენიუნგანგის პორტისა და ქალაქის მერიის დელეგაცია ესტუმრა

20 მაისს საქართველოში სამუშაო ვიზიტით   ჩინეთის ქალაქ ლიენიუნგანგის პორტისა და ქალაქის მერიის დელეგაცია იმყოფებოდა, რომელსაც ლიენიუნგანგის მერი ფანგ ვეი ხელმძღვანელობდა.

დელეგაციის წევრებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და სატვირთო გადაზიდვების დირექტორი გურამ გურამიშვილი შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ევროპის მიმართულებით საქართველოს პორტების გავლით გადასაზიდ კონტეინერებზე სუბსიდიების  საკითხი. იმსჯელეს საქართველოდან და საქართველოს,  ლიენიუნგანგისკენ/ლიენიუნგანგის გავლით  (სატრანზიტო ქვეყნები:იაპონია,კორეა) გადასაზიდ კონტეინერებზე სუბსიდიების გამოყოფის შესაძლებლობებზე, რაც ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვების კუთხით, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის უკვე არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.