"საქართველოს რკინიგზამ" მგზავრებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

,,საქართველოს რკინიგზამ” დამოუკიდებლობის დღე მგზავრებს მატარებლებში  მიულოცა.   26 მაისის მგზავრობა  მათთვის  სიურპრიზებით დაიწყო. დამოუკიდებლობის თემაზე მომზადებული სახალისო ვიქტორინის გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. დაჯილდოვდნენ ის იღბლიანი მგზავრებიც რომლებმაც 26-ე და 101-ე   ადგილებზე შეიძინეს ბილეთი.

დღესვე, 17 საათსა და 10 წუთზე, სწორედ იმ დროს, როდესაც 1918 წლის 26 მაისს,   საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი გამოცხადდა, რკინიგზის ყველა მოძრავ შემადგენლობასა და სადგურებში  შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

„საქართველოს რკინიგზა“ გილოცავთ  დამოუკიდებლობის დღეს და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!