გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

საუკუნეების განმავლობაში სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყო ის მთავარი იდეა და საყრდენი, რაზეც იდგა ქართველი ერი. თაობიდან თაობას გადაეცემოდა დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სამშობლოს გათავისუფლების იდეა. ამ იდეისთვის იბრძოდნენ სამშობლოსთვის თავდადებული გმირები და მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია –  ზუსტად 102  წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

დღეს კი,  საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ უბრუნდება ევროპას, სივრცეს სადაც მისი ადგილია და ეს პროცესი შეუქცევადია.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!