პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ

-

სააპლიკაციო ფორმა

წინამდებარე  ვაკანსიისათვის  პირის  მიერ  სააპლიკაციო ფორმის/CV-ს  წარდგენა,  გულისხმობს  პირის  მიერ პერსონალური  მონაცემების  დამსაქმებლისათვის გადაცემას  და  თანხმობის  გაცხადებას  აღნიშნული მონაცემების  დამუშავების  თაობაზე.  სააპლიკაციო  ფორმაში/CVში  მოცემული  პერსონალური  მონაცემები დამსაქმებლის  მიერ  დამუშავებულ/შენახულ  იქნება მხოლოდ  გამოცხადებული  ვაკანსიისათვის  კანდიდატის შერჩევის,  შესასრულებელ  სამუშაოსთან  კანდიდატის შესაბამისობის  დადგენისა და  შესაძლო  შრომითი ურთიერთობის  წარმოშობის  მიზნით,  შრომითი ურთიერთობის  მთელი  პერიოდის  განმავლობაში, ასევე, შრომითი  ურთიერთობიდან  გამომდინარე. დამსაქმებლის  მხრიდან,  ზემოთ  აღნიშნული მიზნებისათვის,  პერსონალური  მონაცემების  დამუშავება განხორციელდება  მხოლოდ  შესაბამისი უფლებამოსილების  მქონე  პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის  პერსონალური  მონაცემების დამუშავება  განხორციელდება  3  წლის  ვადით, ელექტრონული  ან/და  მატერიალური სახით.