ცხადდება შიდა შერჩევის პროცესი სცბ დეპარტამენტში
ძვირფასო მეგობრებო,
სს ”საქართველოს რკინიგზაში” 16 ოქტომბრიდან ცხადდება შიდა შერჩევის პროცესი შემდეგ თანამდებობაზე
სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების (სცბ) დეპარტამენტი
ელექტრომონტიორი (1255,00ლ.) – 1 საშტატო ერთეული – სამტრედიის სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის და ბლოკირების სამმართველო/I ავტომატიკის ექსპლუატაცია/ნატანები-ოზურგეთი-ბათუმის ჯგუფი/ქობულეთი მახინჯაურის უბანი/სადგური ჩაქვი
ელექტრომექანიკოსი (1395,00ლ.) – 1 საშტატო ერთეული – სამტრედიის სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის და ბლოკირების სამმართველო/I ავტომატიკის ექსპლუატაცია/ქოლობანი-სენაკი-ფართოწყალი-ფოთი-ინგირის ჯგუფი/სენაკი-ქვალონი-ინგირის უბანი/სადგური ინგირი
სააპლიკაციო ფორმის ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი. აირჩიეთ ფონტი -Sylfaen; აირჩიეთ ქართული Unicod; მიუთითეთ
პოზიციის დასახელება დამატებითი ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ იხილეთ ქვემოთ, მიმაგრებულ დოკუმენტში . სააპლიკაციო ფორმების მიღება ხორციელდება 20 ოქტომბრის ჩათვლით ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით
- E-mail: vacancy@railway.ge
- სააპლიკაციო ფორმა
კანდიდატის მიერ წარმოდგენილ განაცხადში და მასზე დართულ დოკუმენტებში მითითებული პერსონალური მონაცემები სს “საქართველოს რკინიგზა”-ს მიერ გამოყენებულ იქნება ვაკანსიის/საკონკურსო პირობებთან კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კანდიდატის ინფორმირების უზრუნველსაყოფად