ცხადდება შიდა შერჩევის პროცესი სცბ დეპარტამენტში
ძვირფასო მეგობრებო,
სს ”საქართველოს რკინიგზაში” 27 აგვისტოდან ცხადდება შიდა შერჩევის პროცესი შემდეგ თანამდებობაზე
სცბ დეპარტამენტში
ელექტრომექანიკოსი (1395,00ლ.) – 1 საშტატო ერთეული – თბილისის სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის და
ბლოკირების სამმართველო/I ავტომატიკის ექსპლუატაცია/სადგურ თბილისი-მახარისხებლის მექანიზირებული
გორაკი/სადგური თბილისი-მახარისხებელი (ID 30002893);
უფროსი ელექტრომექანიკოსი (1695,00ლ.) – 1 საშტატო ერთეული – თბილისის სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის და
ბლოკირების სამმართველო/I ავტომატიკის ექსპლუატაცია/სადგური თბილისი-სატვირთო-კასპის
ჯგუფი/ძეგვი-ავჭალას უბანი
სააპლიკაციო ფორმის ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი. აირჩიეთ ფონტი -Sylfaen; აირჩიეთ ქართული Unicod; მიუთითეთ
პოზიციის დასახელება დამატებითი ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ იხილეთ ქვემოთ, მიმაგრებულ დოკუმენტში . სააპლიკაციო ფორმების მიღება ხორციელდება 01 სექტემბრის ჩათვლით ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით
- E-mail: vacancy@railway.ge
- სააპლიკაციო ფორმა
კანდიდატის მიერ წარმოდგენილ განაცხადში და მასზე დართულ დოკუმენტებში მითითებული პერსონალური მონაცემები სს “საქართველოს რკინიგზა”-ს მიერ გამოყენებულ იქნება ვაკანსიის/საკონკურსო პირობებთან კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კანდიდატის ინფორმირების უზრუნველსაყოფად