ცხადდება შიდა შერჩევის პროცესი სცბ დეპარტამენტში
ძვირფასო მეგობრებო,
სს ”საქართველოს რკინიგზაში” 08 მაისიდან ცხადდება შიდა შერჩევის პროცესი შემდეგ თანამდებობაზე
სცბ დეპარტამენტი
ელექტრომონტიორი-მძღოლი (1255,00ლ.) – 1 საშტატო ერთეული – სამტრედიის სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის და ბლოკირების სამმართველო/IV მექანიზაციისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფი/მექანიზაციისა და ტრანსპორტის ბრიგადა
ელექტრომექანიკოსი (1395,00ლ.) – 1 საშტატო ერთეული – თბილისის სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის და ბლოკირების სამმართველო/I ავტომატიკის ექსპლუატაცია/სადგური თბილისი-სამგზავრო-ლილო-საგარეჯო-დედოფლისწყაროს ჯგუფი/სადგური თბილისი-სამგზავრო
პოზიციის დასახელება დამატებითი ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ იხილეთ ქვემოთ, მიმაგრებულ დოკუმენტში . სააპლიკაციო ფორმების მიღება ხორციელდება 13 მაისის ჩათვლით ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით
- E-mail: vacancy@railway.ge
- სააპლიკაციო ფორმა
კანდიდატის მიერ წარმოდგენილ განაცხადში და მასზე დართულ დოკუმენტებში მითითებული პერსონალური მონაცემები სს “საქართველოს რკინიგზა”-ს მიერ გამოყენებულ იქნება ვაკანსიის/საკონკურსო პირობებთან კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კანდიდატის ინფორმირების უზრუნველსაყოფად.