ცხადდება შიდა შერჩევის პროცესი ელექტრომომარაგების დეპარტამენტში

-

შიდა კონკურსი

ძვირფასო მეგობრებო,

სს ”საქართველოს რკინიგზაში” 29 მაისიდან ცხადდება შიდა შერჩევის პროცესი შემდეგ თანამდებობაზე

 

ელექტრომომარაგების  დეპარტამენტში

 

ცენტრის უფროსი (2335,00ლ.) – 1 საშტატო ერთეული – აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველო/ოპერატიულ-საწარმოო პერსონალი/მარნეულის ცენტრი

ავტომოტრისის მემანქანე (1395,00ლ.) – 1 საშტატო ერთეული – აღმოსავლეთის ელექტრომომარაგებისსამმართველო/ოპერატიულ-საწარმოო პერსონალი/თბილისის ცენტრი/რუსთავის საკონტაქტო ქსელის რაიონი

 

სააპლიკაციო ფორმის ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი. აირჩიეთ ფონტი -Sylfaen; აირჩიეთ ქართული Unicod; მიუთითეთ

პოზიციის დასახელება დამატებითი  ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ იხილეთ ქვემოთ, მიმაგრებულ დოკუმენტში . სააპლიკაციო ფორმების მიღება ხორციელდება 02 ივნისის ჩათვლით ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით

 

კანდიდატის მიერ წარმოდგენილ განაცხადში და მასზე დართულ დოკუმენტებში მითითებული პერსონალური მონაცემები სს “საქართველოს რკინიგზა”-ს მიერ გამოყენებულ იქნება ვაკანსიის/საკონკურსო პირობებთან კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კანდიდატის ინფორმირების უზრუნველსაყოფად.