ცხადდება შიდა შერჩევის პროცესი ელექტრომომარაგების დეპარტამენტში

-

შიდა კონკურსი

ძვირფასო მეგობრებო,

სს ”საქართველოს რკინიგზაში” 09 თებერვლიდან ცხადდება შიდა შერჩევის პროცესი შემდეგ თანამდებობაზე

 

ელექტრომომარაგების  დეპარტამენტი

 

მორიგე ელექტრომექანიკოსი (1395,00ლ.) – უღელტეხილის ელექტრომომარაგების სამმართველო/ოპერატიულ-საწარმოო პერსონალი/ელექტრომომარაგების რაიონი/მე-9 გვირაბის ქვესადგურების ჯგუფი/N4 ქვესადგური

 

სააპლიკაციო ფორმის ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი. აირჩიეთ ფონტი -Sylfaen; აირჩიეთ ქართული Unicod; მიუთითეთ  პოზიციის დასახელება დამატებითი  ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ იხილეთ ქვემოთ, მიმაგრებულ დოკუმენტში . სააპლიკაციო ფორმების მიღება ხორციელდება 11 თებერვლის ჩათვლით ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით

 

კანდიდატის მიერ წარმოდგენილ განაცხადში და მასზე დართულ დოკუმენტებში მითითებული პერსონალური მონაცემები სს “საქართველოს რკინიგზა”-ს მიერ გამოყენებულ იქნება ვაკანსიის/საკონკურსო პირობებთან კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კანდიდატის ინფორმირების უზრუნველსაყოფად.