ცხადდება ღია საჯარო შერჩევის პროცესი მგზავრთა გადაყვანაში

-

ღია საჯარო კონკურსი

ძვირფასო მეგობრებო,

სს ”საქართველოს რკინიგზაში” 29 იანვრიდან ცხადდება ღია შერჩევის პროცესი შემდეგ თანამდებობაზე

 

მგზავრთა გადაყვანა

 

სპეციალისტი (1575,00ლ.) – ტექნიკური დეპარტამენტი/თბილისის სალოკომოტივო დეპო/ელექტრომატარებლების სერვისისა და დიაგნოსტიკური ცენტრი

ოსტატი (1695,00ლ.) – ტექნიკური დეპარტამენტი/თბილისის სალოკომოტივო დეპო/ძრავა-ვაგონების სექციების რემონტის უბანი

ელექტრომოწყობილობის შემკეთებელი ელექტრიკოსი (1395,00ლ.) – ტექნიკური დეპარტამენტი/თბილისის სალოკომოტივო დეპო/აწევითი შეკეთების უბანი

მძღოლი (1395,00ლ.) – ტექნიკური დეპარტამენტი/თბილისის სალოკომოტივო დეპო/სალოკომოტივო ბრიგადები

ვაგონების აწევის და სავალი ნაწილის შემკეთებელი ზეინკალი (1395,00ლ.) – 2  საშტატო ერთეული – ტექნიკური დეპარტამენტი/თბილისის სალოკომოტივო დეპო/აწევითი შეკეთების უბანი

 

სააპლიკაციო ფორმის ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი. აირჩიეთ ფონტი -Sylfaen; აირჩიეთ ქართული Unicod; მიუთითეთ  პოზიციის დასახელება დამატებითი  ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ იხილეთ ქვემოთ, მიმაგრებულ დოკუმენტში . სააპლიკაციო ფორმების მიღება ხორციელდება 04 თებერვლის ჩათვლით ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით

 

კანდიდატის მიერ წარმოდგენილ განაცხადში და მასზე დართულ დოკუმენტებში მითითებული პერსონალური მონაცემები სს “საქართველოს რკინიგზა”-ს მიერ გამოყენებულ იქნება ვაკანსიის/საკონკურსო პირობებთან კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კანდიდატის ინფორმირების უზრუნველსაყოფად.

მიმაგრებული დოკუმენტები