ცხადდება ღია საჯარო შერჩევის პროცესი ელექტრომომარაგების დეპარტამენტში
ძვირფასო მეგობრებო,
სს ”საქართველოს რკინიგზაში”24 მარტიდან ცხადდება ღია საჯარო შერჩევის პროცესი შემდეგ თანამდებობაზე
ელექტრომომარაგების დეპარტამენტში
მორიგე ელექტრომექანიკოსი (1395,00ლ.) – 1 საშტატო ერთეული – უღელტეხილის ელექტრომომარაგების სამმართველო/ოპერატიულ-საწარმოო პერსონალი/ხაშურის ცენტრი/ქვიშხეთის წევის ქვესადგური
პოზიციის დასახელება დამატებითი ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ იხილეთ ქვემოთ, მიმაგრებულ დოკუმენტში . სააპლიკაციო ფორმების მიღება ხორციელდება 26 მარტის ჩათვლით ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით
კანდიდატის მიერ წარმოდგენილ განაცხადში და მასზე დართულ დოკუმენტებში მითითებული პერსონალური მონაცემები სს “საქართველოს რკინიგზა”-ს მიერ გამოყენებულ იქნება ვაკანსიის/საკონკურსო პირობებთან კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კანდიდატის ინფორმირების უზრუნველსაყოფად.