თბილისი- ბათუმი -თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები ინიშნება
ძვირფასო მგზავრებო!
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 და 17 ნოემბერს თბილისი-ბათუმი- თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
№ | დანიშნულება | გასვლა | ჩასვლა | გამოსვლა | ჩამოსვლა | |
888/887 | თბილისი-ბათუმი | 12:50 | 18:05 | 00:30 | 05:55 |
ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge
სწრაფი გადახდის აპარატებით;
საქართველოს რკინიგზის სალაროებში;
საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.