თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს

ძვირფასო მგზავრებო!
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა, 12 ივნისს თბილისიდან და 13 ივნისს ბათუმიდან, დამატებით ღამის რეისს ნიშნავს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/
სწრაფი გადახდის აპარატებით,
საქართველოს რკინიგზის სალაროებში,
საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.