ტაჯიკეთის სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს რკინიგზში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებს გაეცნენ

საქართველოს რკინიგზას აზიის განვითარების ბანკის (ADB) ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ტაჯიკეთის სატრანსპორტო სექტორის მოხელეების სასწავლო ტურის მონაწილეები   ესტუმრნენ. მხარეებმა რკინიგზის მართვის საკითხებსა და კომპანიაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე ისაუბრეს. სტუმრები რკინიგზის სექტორში არსებული სხვადასხვა ბიზნეს ერთეულების მუშაობის პრინციპებსა და ფუნქცია-მოვალეობებს გაეცნენ. ასევე  მოისმინეს დიჯიტალიზაციის პროგრამის  სამოქმედო გეგმა და სამომავლო პერსპექტივები. ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს რკინიგზის ფილიალების დირექტორებსა და დეპარტამენტის უფროსებსაც შეხვდნენ.