სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებმა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს
სს „საქართველოს რკინიგზის“, ფილიალ „ინფრასტრუქტურის“, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. რკინიგზელებმა თავი გამოიჩინეს ოპერატიულობით და საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებით.
მადლობას ვუხდით ყველა რკინიგზელს, ვინც ჩართული იყო სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მათი თავდადების და შეუპოვრობის შედეგად ხანძარი დროულად იქნა ლიკვიდირებული და არ მოხდა ტყის მასივის განადგურება.