სომხეთის მიმართულებით მატარებლების მიმოსვლას 15 ივნისიდან განახლდება
საქართველოს რკინიგზა სომხეთის მიმართულებით მატარებლების მიმოსვლას 15 ივნისიდან განაახლებს. ერევანი-თბილისი- ერევანის მატარებელი ყოველდღე იმოძრავებს. განახლებული შემადგენლობა კი ქვეყანაში მეზობელი ქვეყნიდან ტურისტების შემოსვლასა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. შეგახსენებთ, რომ ერევანი-თბილისი- ერევანის რეისი პანდემიის გამო დროებით შეჩერებული იყო, თუმცა ქვეყანაში სახმელეთო საზღვრის გახსნისთანავე საქართველოს რკინიგზა რეისს აღადგენს. ბილეთების გაყიდვა უახლოეს დღეებში დაიწყება. სომხეთის გარდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანის რკინიგზასთანაც. მეზობელ ქვეყანასთან სახმელეთო საზღვრის გახსნისთანავე, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებაც განახლდება.