სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში, საქართველოში პირველად, "მეჩარხის" პროფესიული პროგრამა დაინერგა
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა და ახალ პროგრამას, კოლეჯის საქმიანობას და განახლებულ სასწავლო ლაბორატორიებს გაეცნო.
კოლეჯში, საქართველოში პირველად, “მეჩარხის” პროფესიული პროგრამა დაინერგა. შრომის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის სწავლებისთვის, მოეწყო და აღიჭურვა შესაბამისი სასწავლო ლაბორატორია, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და „საქართველოს რკინიგზის“ კონტრიბუციით შეიქმნა. პროექტის ღირებულება 256 000 ლარს შეადგენს.
კვალიფიციური ტექნიკური პერსონალის მომზადების საქმეში აქტიურად ჩაერთო „საქართველოს რკინიგზა“. გარდა იმისა, რომ კომპანიამ ფინანსური კონტრიბუცია გასწია პროფესიულ პროგრამისთვის სახელოსნოს მოსაწყობად, ასევე მონაწილეობას იღებდა საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და პრაქტიკული კომპონენტის ეფექტურად განხორციელების საქმეში.
უახლოეს მომავალში “საქართველოს რკინიგზის“ ინიციატივით კიდევ რამოდენიმე ახალი პროფესიული პროგრამა და მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსები გახდება ხელმისაწვდომი როგორც რკინიგზელებისთვის, ასევე ნებისმიერი მსურველისთვის.