სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა, ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიული ინსტიტუტის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნანძინგის სარკინიგზო ტექნოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენლები ეწვივნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა სარკინიგზო პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. მათ შორის, ხაზი გაესვა ჩინურ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფის, თანამედროვე მიდგომებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების კუთხით.

გარდა ამისა, საუბარი წარიმართა ორმხრივი ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერებაზე, პროფესიული განათლების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, სასწავლო რესურსების გაუმჯობესებაზე, პედაგოგებისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე.

შეხვედრას „საქართველოს რკინიგზის“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ნანძინგის სარკინიგზო ტექნოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენლები ასევე ეწვივნენ „საქართველოს რკინიგზის“ დეპოს, სადაც სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.