სარეიტინგო კომპანია S&P Global-მა საქართველოს რკინიგზის რეიტინგი გააუმჯობესა
სარეიტინგო კომპანია S&P Global-მა 16 დეკემბერს სს “საქართველოს რკინიგზის” რეიტინგი გააუმჯობესა. განახლებული ანგარიშის მიხედვით კომპანიის რეიტინგი BB- „სტაბილური“ გახდა.
პროგნოზის გაუმჯობესება მეტწილად განაპირობა რკინიგზის ტვირთბრუნვის ზრდამ და შესაბამისად საოპერაციო მაჩვენებლების მკვეთრმა გაუმჯობესებამ.
ასევე აღსანიშნავია, რომ პოზიტიური ცვლილებით რეიტინგში სს “საქართველოს რკინიგზა”, საქართველოს სახელმწიფოს რეიტინგს – BB „სტაბილური“, მხოლოდ ერთი ნიშნულით ჩამორჩება. რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს რკინიგზის ბოლოდროინდელ წარმატებულ საქმიანობასა და სტაბილურობაზე.
S&P Global ათწლეულებია საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტორების ერთ-ერთი ფავორიტი სარეიტინგო კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ურყევი რეპუტაციით სარგებლობს.
რაც შეეხება სარეიტინგო კომპანია Fitch-ს, იგი უკვე ორი წელია კომპანიას BB- “სტაბილური“ რეიტინგს უნარჩუნებს.