ანკარაში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ქვეყნების სამხრივი შეხვედრა გაიმართა
გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ორგანიზებით თურქეთში, ქალაქ ანკარაში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ქვეყნების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.
კომისია (UNECE) 2010 წლიდან, სარკინიგზო კანონთან მიმართებაში სამართლებრივი დებულებების მომზადებაზე მუშაობს. პროექტის მიზანია, მსოფლიოს რკინიგზებისთვის შემუშავდეს ერთიანი ჰარმონიზებული სამართლებრივი პირობები, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს რკინიგზის კონკურენტუნარიანობას სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებაში. ამასთანავე ბევრად ეფექტურს გახდის სარკინიგზო გადაზიდვებს და მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაზიდვის დროს.
აღსანიშნავია, რომ კომისიის (UNECE) მიერ ზემოაღნიშნული პროექტის საპილოტო ტესტირებისთვის შერჩეულ იქნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო დერეფანი, როგორც ერთგვარი საზღვარი ,,ОСЖД“-ს და ,,OTIF”-ის სარკინიგზო სივრცეებს შორის.
შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. აგრეთვე, განიხილეს პროექტის გახორციელებისთვის აუცილებელი ნიუანსები და მისი დანერგვის პერსპექტივები. დაიგეგმა საპილოტო მატარებლის ორგანიზება.