საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებისთვის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ტრენინგი გაიმართა

საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებისთვის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ტრენინგი გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები, სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ გააცნო.
მომხსენებელმა დეტალურად მიმოიხილა საკანონმდებლო სიახლეები, მათ შორის, მონაცემთა დამუშავების განახლებული საფუძვლები, პრინციპები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, პროფაილინგი, პორტირება, აუდიო და ვიდეომონიტორინგი მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, ჯარიმების ცვლილება და სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, სამსახურისთვის მისი შეტყობინების ვალდებულება და ა.შ. საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებს საჯარო დაწესებულებებისთვის ახალ კანონთან თავსებადობის მიზნით შიდაუწყებრივი სამართლებრივი აქტების გამოცემის/ განახლების თაობაზე რეკომენდაციებიც წარედგინათ.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შეგახსენებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში 2024 წლის 1 მარტს შევიდა.