საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები უკრაინის მხარდამჭერ კიდევ ერთ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთნენ

კახეთში, ლოპოტას მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური საქველმოქმედო მარათონი – „გარბენი უკრაინისთვის“ გაიმართა.
პროექტში 80-მდე რკინიგზელი მონაწილეობდა. რკინიგზელები შვილებთან ერთად მარათონის დროს გამართულ სხვადასხვა გასართობ თუ საქველმოქმედო თამაშებშიც ჩაერთნენ. მათ სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიების ორგანიზატორი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი იყო. საქველმოქმედო გარბენიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.