საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები შრომის უსაფრთხოების აკრედიტაციის პროგრამაში მონაწილეობდნენ

საქართველოს რკინიგზის 42-მა  თანამშრომელმა, შრომის უსაფრთხოებაში პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების,    საქართველოს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონისა და   საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის  მიზნით,  შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამა გაიარა.

კურსის დასრულების შემდეგ, მათ სერტიფიკატები გადაეცათ: ქართული აკრედიტაცია და IOSH Managing Safely (მართე უსაფრთხოდ საერთაშორისო სერტიფიცირება). რკინიგზის თანამშრომლებმა პირველადი სამედიცინო დახმარების სერტიფიკატებიც მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზისთვის შრომის უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საკითხია. კომპანიის მიზანია სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხების, არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება.

თანამშრომლებს სერტიფიკატები საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალის ხელმძღვანელმა, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერებმა გადასცეს.