საქართველოს რკინიგზის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვას, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს

საქართველოს რკინიგზის ობიექტებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის მიერ 2026 წლის 17 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მიიღეს. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით, 76 ლოკაციაზე, 818 თანამშრომლით სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სარკინიგზო ხიდებს, გვირაბებს, დეპოებს, სარკინიგზო სადგურებსა და სხვა  ინფრასტრუქტურულ ობიექტებს 24 საათიან რეჟიმში დაიცავს.

ამასთან,  2026 წლის 3 ივლისიდან, სამგზავრო მატარებლებში მგზავრთა უსაფრთხოებასაც  შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია უზრუნველყოფს.