საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლების ბილეთების შეძენა ახალ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი

ძვირფასო მგზავრებო!

გაცნობებთ, რომ საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლების ბილეთების შეძენა, 10 აპრილიდან,  ახალ ვებ-გვერდზე: https://gr.com.ge/-ზე შეგეძლებათ.

ონლაინ რეჟიმში ბილეთები იყიდება  შემდეგ მიმართულებაზე:

 

  • თბილისი-ბათუმი-თბილისი;
  • თბილისი-ფოთი-თბილისი;
  • თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;
  • თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;
  • თბილისი-ქუთაისი-თბილისი;

 

აქვე აღსანიშნავია, რომ ახალ ვებ-გვერდზე თითოეულ რეისზე კონკრეტული ადგილის არჩევა საკომისიოს (1 ლარი) დამატების საშუალებითაა შესაძლებელი.