"საქართველოს რკინიგზის" ქოლ-ცენტრის ოპერატორებს სერთიფიკატები გადაეცათ
,,საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა ინფორმაციული მომსახურების უზრუნველყოფის ქოლ-ცენტრის 30-მდე ოპერატორს, რომლებმაც ,,ეფექტური სატელეფონო კომუნიკაციის ტრენინგი“ წარმატებით გაიარეს, სერტიფიკატები გადაეცათ.
აღნიშნული ტრენინგი, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112“-სა და ,,საქართველოს რკინიგზას“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ ,,112“-ის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის სასწავლო ცენტრმა, სპეციალურად „საქართველოს რკინიგზისათვის“ შეიმუშავა ქცევის სტანდარტი, რომელიც მგზავრთა ინფორმაციული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და სამუშო პროცესის ეფექტურობის ზრდას ისახავს მიზნად.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. თავის მხრივ, ,,საქართველოს რკინგიზა“ ხელს შეუწყობს მგზავრებში გადაუდებელი დახმარების ნომრის, 112-ის ცნობადობის ამაღლებას.