"საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტსა და „რკინიგზის ახალ პროფკავშირს“ შორის მედიაციის პროცესი წარმატებით დასრულდა
“საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტსა და „რკინიგზის ახალ პროფკავშირს“ შორის მედიაციის პროცესი წარმატებით დასრულდა.
მხარეებმა მედიაციის პროცესში დეტალური ინფორმაცია გაცვალეს როგორც დასაქმებულთა საჭიროებებზე, ასევე კომპანიის შესაძლებლობებზე. მხარეებმა ორმხრივად მისაღები გამოსავალი იპოვნეს და შეთანხმება მიღწეულია.
მენეჯმენტთან შეთანხმების შედეგად რკინიგზის ახალმა პროფკავშირმა უარი განაცხადა გაფიცვის უფლებაზე და შესაბამისად გაფიცვა არ შედგება.
სადაო საკითხები მოგვარებულია.
საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ შეთანხმებულია შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:
- ხელფასების მენეჯმენტის მიერ დაანონსებული 10 %-იანი მატება დაიწყება 2019 დეკემბრის თვიდან.
- 2020 წლის ოქტომბრიდან რკინიგზელთა დღესთან დაკავშირებით ის რკინიგზელები, რომელთა ხელფასიც არ აღემატება 1250 ლარს, დამატებით, მენეჯმენტის მიერ დაანონსებული ორჯერადი პრემიისაგან დამოუკიდებლად მიიღებს ფულად საჩუქარს 200 ლარის ოდენობით.
- 2021 წლის ივნისიდან ყოველწლიურად, აუდირებული ფინანსური შედეგების გასაჯაროვების შემდეგ, კომპანიის მომგებიანობის გათვალისწინებით შედგება მოლაპარაკებები ხელფასების სეგმენტური გადახედვის მიზნით.