საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) გაერთიანებულ დელეგაციას შეხვდა
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი და ფინანსური დირექტორი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) გაერთიანებულ დელეგაციას შეხვდნენ.
მხარეებმა რკინიგზის რეფორმირების საკითხებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) რკინიგზის სექტორის რეფორმირებისთვის ტექნიკური დახმარება უკვე გამოყვეს.
უახლოეს პერიოდში საქართველოში შესაბამისი ტექნიკური დახმარების გასაწევად უცხოელი ექსპერტები ჩამოვლენ და რკინიგზაში კონსულტაციებს გამართავენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტექნიკური დახმარების მიღმა, სექტორის საჭიროებების მიხედვით დამატებითი რესურსების მოძიების შესაძლებლობას.