საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობა კომპანიის თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობა კომპანიის თანამშრომლებს თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში შეხვდა.

გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ, კომპანიის სხვა დირექტორებთან ერთად სატვირთო, სამგზავრო და ინფრასტრუქტურის ფილიალების თანამშრომლებს პირადად ამცნო 2023 წლის იანვრიდან ხელფასების მატების გადაწყვეტილება.

თითოეულ თანამშრომელს ხელფასი ახალი წლიდან ემატება, რითაც სახელფასო ბიუჯეტი წელიწადში 38 მილიონ ლარზე მეტად გაიზრდება.

არსებული მენეჯმენტის პირობებში, სახელფასო ფონდი მესამედ გაიზარდა. ამას გარდა, თითოეულ თანამშრომელს უნარჩუნდება წლის განმავლობაში სამჯერადი პრემირება.

პირისპირ შეხვედრებზე საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებმა ხელმძღვანელებთან კომპანიის მიმდინარე საკითხები განიხილეს. საჭიროებებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.