საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მე-7 საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გამართა

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ ყაზახეთში გამართულ ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მე-7 საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, თურქეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა განიხილეს და ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც  ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთზე სატვირთო გადაზიდვების წარმოებასა და ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს. რეგლამენტის მიხედვით, სარკინიგზო ხაზის გამართული ფუნქციონირების,  კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და სამომავლოდ ახალი ტვირთების მოზიდვის მიზნით, განისაზღვრა:

 

  • სატვირთო გადაზიდვების ოპერაციების წარმოების ოპტიმიზირებული ვადები;
  • რკინიგზებს შორის პასუხისმგებლობის განაწილების, პროცესში ჩართული მხარეების კოორდინაციისა და ურთიერთკონტროლის მექნიზმები;
  • სატარიფო პირობები;
  • ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით ინფორმაციული გაცვლის პრინციპები.

 

სამმხრივ შეხვედრაზე რკინიგზის ხელმძღვანელებმა ასევე აღნიშნეს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებაზე ტვირთმფლობელებისათვის არსებითად მნიშვნელოვანია მიწოდების ვადები. შესაბამისად ამ საკითხზე მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ.