საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მიმდინარე ინფასტრუქტრული სამუშაოები მოინახულა
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ, კასპი-გრაკალის სარკინიგზო გადასარბენზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ლიანდაგის 7 კილომეტრიან მონაკვეთს კაპიტალური შეკეთება ჩაუტარდა. სალიანდაგო სამუშაოებთან ერთად, საკონტაქტო ქსელის პარამეტრების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები თითქმის დასრულებულია.
ლაშა აბაშიძე ადგილზე თანამშრომლებს შეხვდა. რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ კასპი-გრაკალის გადასარბენი თბილისი-ბათუმის სარკინიგზო ხაზის შემადგენელი ნაწილია. ზაფხულის სეზონამდე კი ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისიდან ბათუმში, მატარებლები 5 საათისა და 30 წუთის ნაცვლად, დაახლოებით 4 საათში ჩავლენ.