„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ თურქი კოლეგის საჩუქარი რკინიგზის მუზეუმს უსახსოვრა
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის (TCDD) გენერალურ დირექტორ უიგუნ ალი ისხანთან ერთად ერზრუმის რკინიგზის სადგური და მუზეუმი დაათვალიერა, რომლის ერთ-ერთი ექსპონატიც საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს საჩუქრად გადასცეს.
საჩუქარს, კერძოდ ტყავის დიდი ზომის ჩანთას საინტერსო ისტორია აქვს – 60 წლის წინ, თურქეთის რკინიგზას მოლარეები არ ჰყავდა, ამიტომ ხელფასები სწორედ ამ ჩანთით რიგდებოდა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დავით ფერაძემ თურქი კოლეგის საჩუქარი საქართველოს რკინიგზის მუზეუმს უსახსოვრა.
„ეს საინტერსო და მნიშვნელოვანი ექსპონატი დღეიდან საქართველოს რკინიგზის მუზეუმში დაიდებს ბინას. თურქეთი ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. რამდენიმე დღის წინ საქართველო-თურქეთის რკინიგზების ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – განხორციელდა თურქული ტვირთის საქართველოში იმპორტი სარკინიგზო გადაზიდვის მეშვეობით. მადლობა მინდა გადავუხადო თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის (TCDD) გენერალურ დირექტორ უიგუნ ალი ისხანს გულთბილი დახვედრისთვის და მასპინძლობისთვის,“- განაცხადა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ.