საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე რუმინეთის საპორტო ქალაქ კონსტანცას ეწვია
მიმდინარე წლის 18 მარტს, სს “საქართველოს რკინიგზის” დელეგაცია გენერალური დირექტორის დავით ფერაძის ხელმძღვანელობით რუმინეთის საპორტო ქალაქ კონსტანცას ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა, როგორც კონსტანცას პორტის ხელმძღვანელობასთან, ასევე პორტში მოქმედი ტერმინალების ოპერატორებთან და საერთაშორისო გადამზიდ კერძო კომპანიებთან.
ვიზიტის მიზანი იყო, პორტის სპეციფიკის შესწავლა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტის განვითარების პესპექტივების განხილვა და სამომავლოდ თანამშრომლობის გზების დასახვა.