საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ, აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელთან შეხვედრის დროს, მიმდინარე საკითხები გაიარა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა. მხარეებმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ,,შუა დერეფნის” გადაზიდვების საკითხები განიხილეს.
,,ჩვენს რკინიგზებს შორის თანამშრომლობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, როგორც ,,შუა დერეფნის” ნაწილში, ასევე სხვადასხვა სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის კუთხით”. – აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.