"საქართველოს რკინიგზის" განცხადება
დღეს, ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მატარებელ №805 „ჯრს“-013-ში ძაბვის ვარდნის გამო გაითიშა კონდიცირების სისტემა.
პრობლემა შესაძლებლად მოკლე დროში აღმოიფხვრა და მატარებელმა მსვლელობა განაგრძო.
„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს აღნიშნული ტექნიკური მიზეზით შექმნილი გარემოების გამო და ყველა იმ პირს,ვინც ორი დღის ვადაში, “საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, გადახდილი თანხის 50% აუნაზღაურდება.