საქართველოს რკინიგზის განცხადება

საქართველოს რკინიგზა მუდმივად ზრუნავს მგზავრთა მაქსიმალურ კომფორტზე და   ცდილობს დახვეწოს და განავითაროს სერვისები.
შტადლერის ტიპის მატარებლებში მოახლოვებული სადგურების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებით  ცხადდებოდა სამ ენაზე, რაც განცხადებების ხანგრძლივობის გამო, მგზავრებში უკმაყოფილებასა და   დისკომფორტს იწვევდა.
შესაბამისად, თითქმის 4 თვეა სს “საქართველოს რკინიგზამ”  ტექსტის შემოკლებისა და გამოცხადების ინტენსივობის შემცირების  გადაწყვეტილება მიიღო.

ვაცხადებთ, რომ ვინაიდან ოთხი თვეა შტადლერის სამგზავრო მატარებლებში   შემცირებული ტექსტი ნაკლები ინტენსივობით  ცხადდება მხოლოდ ქართულ და  საერთაშორისოდ აღიარებულ ინგლისურ ენებზე, მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად,
სს “საქართველოს რკინიგზის” აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებით და  მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდება.