საქართველოს რკინიგზის განცხადება

საქართველოს რკინიგზა მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული – შესაბამისი სამსახურების მიერ ოპერატიულად ხდება რეაგირება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე. კერძოდ, დიდთოვლობის გამო მატარებლების მსვლელობის მარშრუტზე პერიოდულად იქმნება სხვადასხვა სახის დაბრკოლებები – ელექტროენერგიის გათიშვა და საკონტაქტო ხაზის დაზიანება.
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სამგზავრო მატარებლების მოძრაობის გრაფიკში შეფერხებების წინასწარ განსაზღვრა ან პროგნოზირება შეუძლებელია. მატარებლების მოძრაობის გრაფიკის მიმდინარეობის შესახებ მგზავრების ოპერატიულად ინფორმირების მიზნით 24/7 რეჟიმში მოქმედებს კომპანიის ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ ამომწურავი ინფორმაციის მიღება.