საქართველოს რკინიგზის განცხადება

ძვირფასო მგზავრებო,

გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს  თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით  მოძრავი №806/805  „ჯრს“  (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს შეასრულებს  „ჯრტ“-ს ტიპის მატარებლი.

სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო,  მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი.

იგვე ტექნიკური მიზეზით,  2024 წლის 6 სეტემბრიდან გაუქმდება №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც   დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით.

გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით, ეტაპობრივად 30 დღის განმავლობაში.

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით  შექმნილი დისკომფორტისთვის.