საქართველოს რკინიგზის განცხადება

საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 3 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით, გადართვითი სამუშაოებისა და სადგურის ექსპლუატაციაში მიღებისათვის, დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლები, სადგურ ხარაგაულში არ გაჩერდებიან.

ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო მონაკვეთზე, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები  სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის და ბლოკირების (სცბ) სისტემის მოდერნიზაციის ფარგლებში მიმდინარეობს.

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.